ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ლიგა 1-ის პრევიუ: ,,პარი სენ-ჟერმენი'' ,,ტრუას'' უმასპინძლებს; ,,მონაკო'' ,,ნანტს'' ესტუმრება

28-29 ნოემბერს გაიმართება ფრანგული ლიგა 1-ის XV ტურის მატჩები. გადავხედოთ საინტერესო დაპირისპირებებს:

,,ბორდო'' - ,,სენტ-ეტიენი''

ევროთასების საგზურისათვის ბრძოლა საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ეს ორივე გუნდი ეცდება ევროტურნირების ზონაში მოხვედრას. ,,სენტ-ეტიენი'' 19 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. გუნდს ევროზონაში მოსახვედრად ოთხეულში შესვლა სჭირდებთ. მეოთხეადგილოსანი ,,მარსელი'' კი ამ წუთისათვის 9 ქულით წინაა.

,,ბორდომ'' ძალიან კარგი სტარტის შემდეგ საშინლად განაგრძო და ისე მოახერხა, რომ ბოლო 7 შეხვედრაში გუნდს მოგება არ აქვს. ამ სერიას ისიც მოყვა, რომ ისინი მე-13 ადგილამდე დაქვეითდნენ. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ,,ბორდო'' ამ მოუგებელი სერიის დასრულებას.

მატჩი დღეს, 23:00-ზე დაიწყება.

,,პარი სენ-ჟერმენი'' - ,,ტრუა''

დედაქალაქელები წინ კვლავ მარცხის გარეშე მიიწევენ. გასულ ტურში მათ უშუალო კონკურენტს, ,,მონაკოს'' სძლიეს. უნაი ემერის გუნდი როგორც ლიგა 1-ის, ისე ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. დიდი ალბათობით, გუნდის წინსვლა და წაუგებელი სერია კიდევ დიდხანს გასტანს. რაც შეეხება ,,ტრუას'', გუნდი 18 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ ,,ნიცას'' 4 ქულით უსწრებს.

,,პარი სენ-ჟერმენი - ,,ტრუა'' 29 ნოემბერს, 23:55-ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სეტანტა ჯორჯია შემოგთავაზებთ.


,,ნანტი'' - ,,მონაკო''

,,ნანტი'' ლიგა 1-ის მე-5 ადგილზე იმყოფება. გუნდი ბოლო 5 შეხვედრიდან 3-ჯერ დამარცხდა, ორი შეხვედრა კი მოიგო. ევროთასების ზონაში მყოფ ,,მარსელთან'' გუნდს 5-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. რაც შეეხება ,,მონაკოს'', ლეონარდო ჟარდიმის გუნდი წინ მშვენივრად მიიწევს. თუ დავივიწყებთ ბოლო ტურში ,,პსჟ-ის'' წინააღმდეგ განცდილ მარცხს, გუნდი შიდა ჩემპიონატში ძალიან კარგად გამოიყურება. ,,მონაკოს'' 29 ქულა აქვს და ,,ლიონთან'' მე-2 - მე-3 ადგილს იყოფს.

,,ნანტი'' - ,,მონაკო'' 29 ნოემბერს, 22:00-ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა სეტანტა ჯორჯიაზე იქნება შესაძლებელი.


სხვა მატჩები

28 ნოემბერი:

,,ამიენი'' - ,,დიჟონი'' 22:00
,,სტრასბური'' - ,,კაენი'' 22:00

29 ნოემბერი:

,,ანჟერი'' - ,,რენი'' 22:00
,,გინგამი'' - ,,მონპელიე'' 22:00
,,ლიონი'' - ,,ლილი'' 22:00
,,მეცი'' - ,,მარსელი'' 22:00
,,ტულუზა'' - ,,ნიცა'' 22:00скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური