ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ლევანდოვსკიმ ანჩელოტის მეთოდები დაუწუნა

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ მოთამაშეთა ხშირი ტრავმები კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბის შეცდომათა შედეგია და არა იუპ ჰაინკესის, რომელიც სეზონის მსვლელობისას მივიდა გუნდში.

„თუ კუნთის ტრავმები ხშირია, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ვარჯიშებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არამედ, ორი-სამი თვით უკან უნდა დავბრუნდეთ. ძალიან დიდია ალბათობა, რომ მიზეზი სწორედ იქ უნდა ვეძებოთ“, – აღწერა სიტუაცია ლევანდოვსკიმ.

პოლონელმა Bild-თან კომენტარში აღიარა, რომ სეზონის წინ, საკმარის დატვირთვას ვერ იღებდა.

„თუ ვარჯიშები საკმარისი არ არის, რაღაც უნდა მოიმოქმედო ინდივიდუალურად, როგორც მე ვაკეთებდი ამ სეზონის დასაწყისში“, – განაცხადა პოლონელმა.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით