ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

კილიან მბაპე ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ფეხბურთელია

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.

კვლევითი კომპანია CIES Football Observatory-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება სამი თვის განმავლობაში 133.8-დან 182.8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ფრანგს მცირედით ჩამორჩა დელე ალი „ტოტენჰემიდან“ (180.2 მილიონი). მესამე ადგილს იკავებს „მანჩესტერ სიტის“ გერმანელი თავდამსხმელი ლეროი სანე (124;5 მილიონი).

ტოპხუთეულს ავსებენ: უსმან დემბელე („ბარსელონა“, 120.4) და მარკუს რეშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“, 116.7).

იტალიის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მოთამაშეა „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც 55.7 მილიონი ევროთი საერთო სიაში მე-12 ადგილზე გავიდა.

გერმანიაში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია „ლაიპციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი (92.7, მეშვიდე ადგილი).скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით