ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ბიძინა ივანიშვილი:"დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი უკვე...

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტუმრად იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში - "მშვიდობით, იარაღო!", სადაც ერთ-ერთ თემაზე საუბრისას, ივანიშვილმა ქართული ფეხბურთის დაფინანსებასთან დაკავშირებით წლების წინათ მომხდარი ისტორია გაიხსენა - ანუ ის, რაზეც ბევრი თქმულა, თუმცა პირადად ივანიშვილისგან ეს არასოდეს მოგვისმენია.

"ზოოპარკის შემდეგ რა თქმა უნდა, ჩემკენ აღარ შემობრუნებულან. ზუსტად ასე იყო ქართული ფეხბურთის საქმეც. მისმა მესვეურებმა გამომიგზავნეს ჩემი დიშვილი, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს.

ეს, დაახლოებით, 10 წლის წინათ იყო. იმათ გავუგზავნე ასეთი შეთავაზება: პირველ 3 წელიწადში 100 მილიონს მოგცემთ და შემდგომში ვნახოთ, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ერთ კაცს ვიცე-პრეზიდენტად ჩავსვამ, ყველა თანხა რომ გაკონტროლდეს-მეთქი", - განაცხადა ივანიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე - მხოლოდ თქვენი ფინანსების გაკონტროლება მოითხოვეთ თუ სხვა შემოსავლებისაცო, ივანიშვილმა დააკონკრეტა:

"არა, სხვა დაფინანსებისაც. ფულად წყაროებს ჩვენ მიერ დანიშნული პირი გააკონტროლებდა, რათა გვცოდნოდა, რომ ყველა გასავალი და შემოსავალი მიზნობრივად იხარჯებოდა. მაგრამ არ ისურვეს. მას შემდეგ სათოფეზე აღარ გამეკარნენ. ამ პროექტით იარეს და საბოლოოდ, თავი დამანებეს. რაგბის დახმარება ამის მერე დავიწყე".

"სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთაც არანაირი საფუძველი აღარ აქვს. აღარც ვკითხულობ მის გამოსვლებს. მან მიაღწია ეტალონს და გადააჭარბა ნათელაშვილს. მე მგონი, ამ დონეზე დავიდა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით. მე მგონი, თქვენი ინტერესიც ნაკლებია”, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც გაიგეს მიხეილ სააკაშვილის როლის თაობაზე.


წყარო: fexburti.geскачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური

  • » სოფო ნიჟარაძე:"დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე..."
  • » ნანუკა ჟორჟოლიანი:"მაგრად გამიტყდა, როცა კალაძემ უკვე..."
  • » რას წერენ ირანელი გულშემატკივრები ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ
  • » ბიძინა ივანიშვილი:"ერთ დღესაც კახა კალაძე და ის..."
  • » კახა კალაძე ძალიან ღირსეულ საქმეს აკეთებს. ეს რომ გავიგე აღფრთოვანებული დავრჩი. ეს ყველამ უნდა იცოდეს.
  • » ნანუკა ჟორჟოლიანი:"მაგრად გამიტყდა, როცა კახი კალაძე დღეს და სულ...
  • » ქართველი სპორტსმენის ამ საქციელმა მთელი საქართველო აღაფრთოვანა
  • » ბიძინა ივანიშვილი:"დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი უკვე...
  • » კახა კალაძე:"დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი სულ მალე..."
  • » შალვა ნათელაშვილის სკანდალური განცხადება კახა კალაძეზე, რომელმაც მთელი საქართველო გააგიჟა !