ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ჯგუფურ ეტაპს ცენტრალური მატჩით "სანტიაგო ბერნაბეუ" დახურავს

დღეს, 6 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღის ბოლოს, ჩვენ მერვედფინალური ეტაპის ყველა მონაწილე გვეცოდინება. არაერთმა გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი ბოლო ტურამდე არ გადადო და დიდი ხნის წინ გაინაღდა, თუმცა, არის გუნდები, რომლისთვისაც ეს, დასკვნითი ტური, ავტომატურად გადამწყვეტიც ხდება. სახელებით დღის ცენტრალურ მატჩს „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ დაუპირისპირდებიან. თუმცა... სჯობს, თანმიმდევრულად მივყვეთ.

„რეალი“ – „ბორუსია“

რატომ თუმცა? იმიტომ, რომ H ჯგუფში პრაქტიკულად ყველაფერი მოგვარებულია. პირველი ადგილი განაღდებული აქვს „ტოტენჰემს“, მეორე ადგილიდან ვერავინ დაძრავს მადრიდის „რეალს“. ერთადერთი ინტრიგა, რომელიც ამ ჯგუფშია დარჩენილი, რომელი გუნდი გავა ევროპის ლიგაზე, გერმანელებსაც და კვიპროსის „აპოელსაც“ 2-2 ქულა აქვთ, ურთიერთშეხვედრებშიც თანაბარი მაჩვენებლებით დაიკვეხნიან და ერთადერთი, რითიც „დორტმუნდი“ „აპოელზე“ წინ იმყოფება - ბურთების უკეთესი შეფარდებაა. თუმცა, ამ მატჩის მოტივაცია შიდა ასპარეზზე უნდა ვეძებოთ - არც „რეალი“ და არც „ბორუსია“ არ აჩვენებენ ამჟამად იმ შედეგებს, რომელსაც მათგან ელიან და ბოლო მატჩში ორივე გუნდმა ფრე ითამაშა. სავარაუდოდ, მადრიდული გრანდი თავისი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტირებას ეცდება და არ არის გამორიცხული, საინტერესო და გოლებით სავსე სანახაობა ვიხილოთ.

მადრიდელებს მწყობრში დაუბრუნდათ მარკო ასენსიო, რომელმაც უკანასკნელი რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. ლაზარეთში კი კვლავ გარეტ ბეილი იმყოფება. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს დანი კარვახალი გამოტოვებს.

გერმანელებს საქმე გაცილებით მძიმედ აქვთ - მატჩს მარკო როისი, მარიო გიოტცე, პიშჩეკი და ტოლიანი გამოტოვებენ.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ტოტენჰემი“ „აპოელს“ უმასპინძლებს.

„ლივერპული“ – „სპარტაკი“

მერსესაიდელები გასული ტურის ნამდვილ ჰედლაინერებად მოგვევლინნენ. გუნდმა სტამბოლის ფინალის რიმეიქი გაითამაშა, ოღონდ, ამჟამად მდევრის როლში მისი მოწინააღმდეგე გუნდი - „სევილია“ იყო, რომელმაც საკუთარ კედლებში „ქამბექი“ განახორციელა და „ლივერპულს“ „ენფილდზე“ სამი ქულა არ გაატანა. E ჯგუფში ვითარება ძალიან დაძაბულია. შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული არავის აქვს და ოთხიდან სამი გუნდი აქტიურ ბრძოლაშია ჩართული. თუმცა, ყველაფერი „ლივერპულისა“ და „სევილიის“ ხელშია, ორივე მატჩი რომ მინიმუმ ფრედ დასრულდეს, შემდეგ ეტაპზე სწორედ ანდალუსიელებს და მერსესაიდელებს ვიხილავთ. თუმცა, შესაძლოა, ამაზე სხვა მოსაზრება ჰქონდეს მასიმო კარერას გუნდს.

ინგლისურ გუნდს ამ შეხვედრაში ცენტრალური მცველი, მატიპი ვერ დაეხმარება, რუსებს კი - ჯანო ანანიძე, დმიტრი კომბაროვი და გიორგი ტიგიევი.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში „სევილია“ უმოტივაციო „მარიბორს“ ესტუმრება.

„ფეინოორდი“ – „ნაპოლი“

შედეგებით, ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია - პირველ ხუთ შეხვედრაში „ფეინოორდმა“ ქულის მოპოვებაც კი ვერ მოახერხა. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ჰოლანდიელები „ნაპოლის“ მიიღებენ, რომელსაც გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროება. თუმცა, იტალიელთა ბედი ამ მატჩის გარდა, გაირკვევა „შახტარისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირებაში, რომელიც პარალელურად გაიმართება. იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს, „ნაპოლის“ ფეინოორდის“ დამარცხება სჭირდება. თუმცა, ამავდროულად, პეპ გვარდიოლას გუნდმა უკრაინის ჩემპიონი გასვლაზე უნდა დაამარცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაურისიო სარის გუნდი ბრძოლას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს. თავად „მან.სიტის“ ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს და მეტიც, ისინი 18-ქულის მიპოვებისთვის იბრძოლებენ, რაც, მოგეხსენებათ, ჯგუფურ ეტაპზე მაქსიმალურ შედეგს წარმოადგენს.

ამ შეხვედრაში „ნაპოლის“ არკადიუშ მილიკი და გულამი ვერ დაეხმარებიან, „ფეინოორდს“ კი რიჯეციანო ჰაპსი და ვან დერ ჰეიდენი.

E ჯგუფის მეორე შეხვედრაში, როგორც უკვე გითხარით, „შახტარი“ „მან.სიტის“ უმასპინძლებს.

„პორტუ“ – „მონაკო“

G ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გასვლის ერთადერთი ვაკანტური ადგილი დარჩა - მერვედფინალისტობა და მასთან ერთად პირველი ადგილი გაინაღდა თურქულმა „ბეშიქთაშმა“, მეორე ადგილისთვის კი „პორტუ“ და „ლაიპციგი“ იბრძვიან. ამ ჯგუფში სენსაცია ვიხილეთ - ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა და ბოლო ადგილი გაინაღდა გასული სეზონის ნახევარფინალისტმა, „მონაკომ“, რომლის აქტივშიც 2 ქულაა. პორტუგალიელებსაც და გერმანელებსაც აქტივში 7-7 ქულა აქვთ. თუმცა, „პორტუ“ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს, (2:3, 3:1). შესაბამისად, ორივე გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მერვედფინალში სწორედ პორტუგალიელები გავლენ.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ყველაფერი „პორტუს“ ხელშია - უმოტივაციო მონეგასკების დამარცხების შემთხვევაში გუნდი მშვიდად გაინაღდებს მერვედფინალის ადგილს, „ლაიპციგი“ კი ბრძოლას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.

მოახლოვებულ მატჩს ორივე გუნდი ოპტიმალურ კონდიციებში ხვდება.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ლაიპციგი“ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლებს.

პრევიუში განხილული ყველა შეხვედრა თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური

  • » სოფო ნიჟარაძე:"დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე..."
  • » ნანუკა ჟორჟოლიანი:"მაგრად გამიტყდა, როცა კალაძემ უკვე..."
  • » რას წერენ ირანელი გულშემატკივრები ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ
  • » ბიძინა ივანიშვილი:"ერთ დღესაც კახა კალაძე და ის..."
  • » კახა კალაძე ძალიან ღირსეულ საქმეს აკეთებს. ეს რომ გავიგე აღფრთოვანებული დავრჩი. ეს ყველამ უნდა იცოდეს.
  • » ნანუკა ჟორჟოლიანი:"მაგრად გამიტყდა, როცა კახი კალაძე დღეს და სულ...
  • » ქართველი სპორტსმენის ამ საქციელმა მთელი საქართველო აღაფრთოვანა
  • » ბიძინა ივანიშვილი:"დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი უკვე...
  • » კახა კალაძე:"დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი სულ მალე..."
  • » შალვა ნათელაშვილის სკანდალური განცხადება კახა კალაძეზე, რომელმაც მთელი საქართველო გააგიჟა !