ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ქართველი მსაჯი მალთაყვის ნაძვნარში გარდაცვლილი იპოვეს

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვაში, ზღვისპირას არსებულ ნაძვნარში გარდაცვლილი იპოვეს ქართველი მსაჯი ილო ტუღუში, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ემსახურებოდა, მათ შორის, მთავარ ლიგაშიც.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს, თუმც ამ ინფორმაციას ვერ ვაზუსტებთ.

ილო ტუღუში ცხოვრობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, რომელიც მალთაყვიდან მინიმუმ 15-20 კილომეტრითაა დაშორებული.

რატომ აღმოჩნდა ქართველი მსაჯი მალთაყვაში, როცა ახლა არც საკურორტო დროა და საფეხბურთო სეზონიც დასრულებულია, ძნელი სათქმელია.

უკავშირდება თუ არა თვითმკვლელობა პროფესიულ საქმიანობას, ამ დეტალების გარკვევას ახლა ჩვენი ჟურნალისტები ცდილობენ.

ამ დროისთვის, რაც ჩვენთვის ცნობილია, ისაა, რომ გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზა უტარდება.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური

  • » „რეალი“ მზად არის ნეიმარის სანაცვლოდ 2 სუპერვარსკვლავი დათმოს
  • » AS: "რეალის" ფანების უმრავლესობას რონალდუ აღარ უნდა
  • » EPCR-ის ახალი ლოკაცია - საქართველო
  • » ნეიმარი:„დღეს „პსჟ“ „რეალს“ 2-ჯერ აღემატება, 1/8-ში კი ვითარება შეიცვლება“
  • » AusOpen 2018 - ბასილაშვილი და კალაშნიკოვა ხვალ დილით ითამაშებენ
  • » ჰარი კეინს „რეალში“ ნომერი გაუმზადეს
  • » ”სამგურალი” გაძლიერდა და თურქეთში მოემზადება
  • » მადრიდის ”ატლეტიკოს” გაზრდილი ქართველი პოლონეთის ექსტრაკლასაში ითამაშებს
  • » მილანის ”ინტერის” ყოფილი მცველი "სამტრედიაში" ჩაირიცხა
  • » "მანჩესტერის" მაღაზიაში ალექსის სანჩესის მაისურები იყიდება