ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

როგორ დაისაჯა რუსეთი - სოკ-ის ყველა გადაწყვეტილება რუსების წინააღმდეგ

5 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ორგანიზაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელმაც რუსი სპორტსმენების ბედი გადაწყვიტა. სოკ-მა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო – მან რუსეთის ოლიმპიური კომიტეტს დისკვალიფიკაცია მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი ოლიმპიელები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით, საკუთარი დროშითა და ჰიმნით ვერ იასპარეზებენ.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სოკ-ის ორი კომისიის დასკვნის შედეგად, რომლებსაც დენის ოსვალდი და სამუელ შმიდტი ხელმძღვანელობდნენ. ერთი იძიებდა რუსეთის სპორტის სამინისტროს მონაწილეობას დოპინგ-სისტემაში, მეორე – სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯებს ამოწმებდა. ორივე კომისია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის გამოძიების შემდეგ შეიქმნა, რომელმაც რიჩარდ მაკლარენი ხელმძღვანელობდა.

შმიდტის კომისია იმ აზრამდე მივიდა, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს, რუსეთი დაკავებული იყო “ანტისადოპინგო წესების სისტემური მანიპულირებით. ეს ხდებოდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ, იურიდიულ და საკონტრაქტო დონეზე”, – წერია სოკ-ის პრეს-რელიზში.

გაგაცნობთ სოკ-ის აღმასკომის ყველა გადაწყვეტილებას:
– რუსეთის ოლიმპიური კომიტეტსა და მის პრეზიდენტს ალექსანდ ჟუკოვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა ჩამორთმეული აქვთ.
– ცალკეულ რუს სპორტსმენებს პიონჩანგში გამოსვლა შეეძლებათ. მათ გასწვრივ, ქვეყნის ნაცვლად OAR (Olympic Athlete from Russia) დაიწერება. ეს აბრევიატურა სოკ-მა მოიფიქრა და ნიშნავს “ოლიმპიურ სპორტსმენს რუსეთიდან”. მათ ფორმაზე რუსეთის სიმბოლიკა არ იქნება და მხოლოდ ათლეტის გვარი იქნება დატანილი. ისინი ოლიმპიური დროშისა და ჰიმნის ქვეშ იასპარეზებენ. რუსეთს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს გახსნისა და დახურვის ცერემონიაში.
– რუსეთის სპორტის სამინისტროს არც ერთი ოფიციალური პირი არ მიიღებს აკრედიტაციას პიონჩანგის თამაშებზე.
– რუსეთის სპორტის ყოფილი მინისტრი ვიტალი მუტკო და მისი ყოფილი მოადგილე იური ნაგორნიხი სამუდამოდ არიან დისკვალიფიცირებულნი. ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიურ მოძრაობის ვერც ერთ ღონისძიებებში.
– რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა აანაზღაუროს ყველა ხარჯი, რომელიც სოკ-მა გამოძიებისას გასწია. აგრეთვე უნდა შეიტანოს საწევრო 15 მილიონი დოლარის ოდენობით დამოუკიდებელი სატესტო ორგანოს (ITA) შექმნაში.
– რუსი “სუფთა” სპორტსმენების სიას, რომლებსაც შეეძლებათ 2018 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა, შეადგენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური კომისია. მას სათავეში ჩაუდგება საფრანგეთის სპორტის ყოფილი მინისტრი, ITA-ის პრეზიდენტი ვალერი ფურნეირონი. კომისიაში შევლენ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა და სოკ-ის წარმომადგენლები. სპორტსმენებმა, რომლებსაც ეს ჯგუფი შეარჩევს, უნდა გაიარონ ტესტირება თამაშების წინ.

წყარი: 1tv.geскачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური

  • » სოფო ნიჟარაძე:"დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე..."
  • » ნანუკა ჟორჟოლიანი:"მაგრად გამიტყდა, როცა კალაძემ უკვე..."
  • » რას წერენ ირანელი გულშემატკივრები ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ
  • » ბიძინა ივანიშვილი:"ერთ დღესაც კახა კალაძე და ის..."
  • » კახა კალაძე ძალიან ღირსეულ საქმეს აკეთებს. ეს რომ გავიგე აღფრთოვანებული დავრჩი. ეს ყველამ უნდა იცოდეს.
  • » ნანუკა ჟორჟოლიანი:"მაგრად გამიტყდა, როცა კახი კალაძე დღეს და სულ...
  • » ქართველი სპორტსმენის ამ საქციელმა მთელი საქართველო აღაფრთოვანა
  • » ბიძინა ივანიშვილი:"დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი უკვე...
  • » კახა კალაძე:"დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი სულ მალე..."
  • » შალვა ნათელაშვილის სკანდალური განცხადება კახა კალაძეზე, რომელმაც მთელი საქართველო გააგიჟა !