ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ევროთასების პლეი ოფის წილისყრა 11 დეკემბერს გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა 11 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. მანამდე ჯგუფური ეტაპის 16 გუნდი ორ კალათში განაწილდება: ერთში შეიყვანენ ჯგუფების გამარჯვებულებს, მეორეში – მეორე ადგილებზე გასულებს.

მერვედფინალური წყვილი არ შეიძლება დააკომპლექტონ გუნდებმა, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს, აგრეთვე, ერთი ქვეყნის გუნდებმა.

“განთესილები” პირველ მატჩებს 13, 14, 20, 21 თებერვალს სტუმრად ჩაატარებენ. განმეორებითი მატჩები 6, 7, 13 და 14 მარტს გაიმართება.


ასევე 11 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება ევროპის ლიგის 1/16 ფინალის წილისყრა. აქ “განთესილები” იქნებიან ჯგუფების 12 გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგიდან გადასული ოთხი გუნდი (საკლუბო რეიტინგით საუკეთესოები იმ რვა გუნდს შორის, რომლებმაც ჯგუფებში მესამე ადგილი დაიკავეს). “განუთესავები” იქნებიან – 12 მეორეადგილოსანი და დარჩენილი ოთხი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან.

1/16 ფინალის წყვილს ვერ შეადგენენ ერთი ქვეყნის კლუბები, აგრეთვე, გუნდები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მატჩების თარიღებია – 15 და 22 თებერვალი.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური

  • » „რეალი“ მზად არის ნეიმარის სანაცვლოდ 2 სუპერვარსკვლავი დათმოს
  • » AS: "რეალის" ფანების უმრავლესობას რონალდუ აღარ უნდა
  • » EPCR-ის ახალი ლოკაცია - საქართველო
  • » ნეიმარი:„დღეს „პსჟ“ „რეალს“ 2-ჯერ აღემატება, 1/8-ში კი ვითარება შეიცვლება“
  • » AusOpen 2018 - ბასილაშვილი და კალაშნიკოვა ხვალ დილით ითამაშებენ
  • » ჰარი კეინს „რეალში“ ნომერი გაუმზადეს
  • » ”სამგურალი” გაძლიერდა და თურქეთში მოემზადება
  • » მადრიდის ”ატლეტიკოს” გაზრდილი ქართველი პოლონეთის ექსტრაკლასაში ითამაშებს
  • » მილანის ”ინტერის” ყოფილი მცველი "სამტრედიაში" ჩაირიცხა
  • » "მანჩესტერის" მაღაზიაში ალექსის სანჩესის მაისურები იყიდება