ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ჰოლანდიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ადგილი დაკარგა

BBC-ის ინფორმაციით, ჰოლანდიის ჩემპიონატის გამარჯვებულმა დაკარგა უფლება, პირდაპირ მოხვდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ამიერიდან, ერედივიზიონის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში.

მართალია, 2017-18 წლების ევროტურნირები ჯერ დამთავრებული არ არის, მაგრამ ჰოლანდია უეფა-ს კოეფიციენტთა ცხრილში მე-12 ადგილზე ზემოთ ვეღარ აიწევს, რადგან ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე არც ერთი წარმომადგენელი არ დარჩა. „ფეიენოორდმა“ ბოლო ადგილი დაიკავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ხოლო “ვიტესმა” მისი ბედი გაიზიარა ევროპის ლიგაზე.

ბოლოს ჰოლანდიურმა გუნდმა ევროთასებზე 2002 წელს გაიმარჯვა, როცა “ფეიენოორდმა” “დორტმუნდი” დაამარცხა და უეფა-ს თასი მოიპოვა.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით