ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ბუფონის გამოსათხოვარი მატჩისთვის ემზადება

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია “იუვენტუსის” მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის, გამოსათხოვარ მატჩს გეგმავს. როგორც თავად ბუფონმა დაანონსა, მომავალი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მის საფეხბურთო ცხოვრებაში უკანასკნელი უნდა ყოფილიყო, თუმცა იტალიის საფეხბურთო ნაკრები 1958 წლის შემდეგ, ფინალური ტურნირის მიღმა პირველად დარჩა.

ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის მიწურულს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს იხუმრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა თუ იტალიაში მეკარეები არ იქნებიან და ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს ის დასჭირდება, მწვანე საფარს 60 წლის ასაკშიც დაუბრუნდება.

იტალიური მედიის ცნობით, ლეგენდარული მეკარის საბოლოო, გამოსათხოვარი მატჩი “იუვენტუსის” ან “პარმას” სტადიონზე შედგება.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური