ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

მანჩესტერული დერბი „სიტის“ გამარჯვებით დასრულდა (VIDEO)

პრემიერლიგის ტურის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.

ანგარიში 43-ე წუთზე გაიხსნა. თავი დავიდ სილვამ გამოიჩინა. ესპანელმა ლუკაკუს შეცდომით ისარგებლა. მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. 47-ე წუთზე გოლი მარკუს რაშფორდმა გაიტანა. ინგლისელმა შემტევმა მცველების შეცდომა გამოიყენა. შეხვედრის 54-ე წუთზე ნიკოლას ოტამენდიმ „ქალაქელები“ კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ მოგების შემდეგ „სიტიმ“ „იუნაიტედთან“ სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 1-2 „მანჩესტერ სიტი“
გოლები : 0-1 დავიდ სილვა (43'), 1-1 მარკუს რაშფორდი (47'), 1-2 ნიკოლას ოტამენდი (54') скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით