ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

გატუზო : „ის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ნახევარმცველია“

როგორც იცით, „მილანისა“ და „ბოლონიას“ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. მატჩის შემდგომ კომენტარი „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ გააკეთა :

„ბოლონიას ანგარიშის გასათანაბრებლად ცოტა შანსი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, დაცვაში თამაში უნდა გამოვასწოროთ. მოგებამ ძალიან გამაბედნიერა. ბიჭებს დიდ მადლობას ვუხდი. სატურნირო ცხრილში არასახარბიელო პოზიციას ვიკავებთ, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. მე ვაფასებ მონტელას მუშაობას, მაგრამ ჩემი თამაშის სტილი მისგან განსხვავებულია.

ბონავენტურა? ის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ნახევარმცველია. მისი გამოყენება რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლია.“

შეგახსენებებთ, რომ „მილანი“ ამ დროისთვის მე-7 ადგილს იკავებს.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური