ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

მიულერი: ,,ვერ ვიტყვი, რომ კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილო ვარ''

მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა - ,,რეკორდმაისტერი'' ,,ბეშიქთაშს'' დაუპირისპირდება.

,,ვერ ვიტყვი, რომ კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილო ვარ. ჩვენ მერვედფინალში ვთამაშობთ და, იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო შორს გავალთ. რასაკვირველია, მიუნხენში გამარჯვება გვსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

განმეორებით მატჩში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორივე შეხვედრაში წარმატებული თამაშია საჭირო.'' - მიულერის სიტყვებს ,,ბაიერნის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

,,ბაიერნისა'' და ,,ბეშიქთაშის'' მერვედფინალური შეხვედრები 20 თებერვალსა და 14 მარტს გაიმართება.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური