ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

დი ფრანჩესკო: "შახტარი ძალიან რთული მეტოქეა"

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრაზე ისაუბრა.

"კენჭისყრის შედეგად, ძალიან რთული მეტოქე შეგვხვდა. უკანასკნელი რამდენიმე თვეა, "შახტარს" ყურადღებით ვაკვირდები და ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელსაც მშვენიერი ფიზიკური მომზადებაც გააჩნია.

ეს ყველაფერი პაულო ფონსეკას დამსახურებაა, რომელსაც უძლიერეს სპეციალისტად ვთვლი. "შახტარმა" ჯგუფში იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, "ნაპოლი" ჩატოვა და ურთულესი ჯგუფიდან შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა.

შესაბამისად, მეტოქის სათანადოდ ვერ დაფასების მიზეზი არ გაგვაჩნია, გვსურს, მომდევნო დაპირისპირებას კარგად მივუდგეთ და შემდეგ ეტაპზეც გავიდეთ." - ციტირებს დი ფრანჩესკოს "რომას" ოფიციალური საიტი.

"შახტარის" და "რომას" დაპირისპირებები 21 თებერვალს და 13 მარტს შედგება.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური