ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ნედვედი: ,, ტოტენჰემი'' ნორმალური მეტოქეა''

ტურინის ,,იუვენტუსის'' ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა:

,,ნორმალური მეტოქე შეგვხვდა. ჩვენ ,,ტოტენჰემის'' წინააღმდეგ ევროთასებზე არასდროს არ გვითამაშია, თუმცა მათ გასულ ზაფხულს ამხანაგურ შეხვედრაში დაგვამარცხეს. თამაში 3 თვის შემდეგ გაიმართება, ასე რომ, ვნახოთ. შორს არ ვიხედებით, ახლა მთავარია ლონდონელთა ბარიერი გადავლახოთ.

,,ტოტენჰემი'' მშვენიერი გუნდია ძალიან კარგი მთავარი მწვრთნელით - მაურისიო პოჩეტინო, რომელიც შემტევ პოტენციალს ბოლომდე იყენებს.'' - განაცხადა ნედვედმა Premium Sport-ის ეთერში.

,,იუვენტუსისა'' და ,,ტოტენჰემის'' მერვედფინალური შეხვედრები 13 თებერვალსა და 7 მარტს გაიმართება.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური