ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს მოსალოდნელია რეკორდული ყინვა

ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს რეკორდულად დაბალ ტემპერატურას ელიან.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღე - 9 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ცივი იქნება: ყინვა რეკორდულ მაჩვენებელს - მინუს 14 გრადუსს მიაღწევს.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სტადიონი, სადაც გახსნის ცერემონია უნდა გაიმართოს, გადახურული არ არის - ორგანიზატორებმა დრო და ფული დაზოგეს.
სტადიონის მშენებლობა, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს, ორი წელი მიმდინარეობდა და 58 მილიონი დოლარი დაჯდა.

საორგანიზაციო კომიტეტი მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს, რათა მაყურებელი ყინვისგან დაიცვას. უკვე ცნობილია, რომ დაჩქარდება შემოწმების პროცედურები და ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს დაურიგდებათ გამათბობელი პაკეტები და პლედები.

აქამდე ოლიმპიადის გახსნის ყველაზე „ცივი“ ცერემონია 1994 წელს ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში გაიმართა, როდესაც მინუს 11 გრადუსი ყინვა აღირიცხა.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური

  • » ყველაზე საშინელი ინფორმაცია მადრიდის "რეალის" ფანებისთვის !
  • » "ბარსელონას" დატოვებას კიდევ ერთი ფეხბურთელი აპირებს
  • » ტოპ 7 ფეხბურთელი, რომლებთაც ლიზა ენთან სექსი ჰქონდა
  • » სად შევძლებთ "ელ კლასიკოს" ყურებას ? - სიურპრიზი ქართველ გულშემატკივარს
  • » ბორდის მორიგი შეცდომა - "ბარსას" შესაძლოა სატრანსფერო ბანი მეორედ დაადონ
  • » მარიანო დიბალა : „ნეიმარი „რეალში“ მიდის, ჩემი ძმა კი - „პსჟ“-ში “
  • » გადაწყვეტილია: გიორგი არაბიძის ახალი გუნდი ცნობილია !
  • » ატალანტა 2:1 სასუოლო (ვიდეო მიმოხილვა)
  • » Sport.es: კოუტინიო ორ კვირაში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება
  • » რომა 1:2 ტორინო (ვიდეო მიმოხილვა)