ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ბეილი "რეალიდან" მიდის?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალის" უელსელი ფორვარდი, გარეთ ბეილი კლუბის შეთავაზებას დათანხმდა და მიმდინარე სეზონის ბოლოს ის "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებს.

გარეთ ბეილს ორ ინგლისურ გუნდს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ მაურისიო პოჩეტინომ "ტოტენჰემში" ბეილის დაბრუნება არ გამორიცხა, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით მთავარ ფავორიტად "მანჩესტერ იუნაიტედი" რჩება. ჟოზე მოურინიო მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა უელსელის შეძენას, მაგრამ უშედეგოდ.

როგორც Diario Gol-ი წერს, ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა, რომ სეზონის ბოლოს "რეალიდან" წასვლა ბეილის კარიერისთვის უკეთესი იქნებოდა.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური