ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

დერბის შემდეგ ჩხუბი იბრას მისამართით გაჟღერებულმა რეპლიკამ გამოიწვია

მანჩესტერული დერბის შემდეგ გამართული ჩხუბის მიზეზად, რომელშიც 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პირველად ,,სიტის'' ფეხბურთელთა მიერ გამარჯვების ზედმეტად ხმაურიანი აღნიშვნა დასახელდა. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არეულობა ,,ქალაქელთა'' მხრიდან იბრაჰიმვოჩის მისამართით გაჟღერებულმა რეპლიკამ გამოიწვია:

,,იბრა, შენ ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ ცოტას მოძრაობ!''

დაპირისპირებისას მოურინიოს რძე შეასხეს და თავში პლასტიკური ბოთლი მოარტყეს, პეპ გვარდიოლას თანაშემწემ, მიკელ არტეტამ კი "ოლდ ტრაფორდი" გახეთქილი წარბით დატოვა.

პრემიერლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. ამ მოგების შემდეგ „სიტიმ“ „იუნაიტედთან“ სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით