ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ვლადიმირ ვაისი: "აზერბაიჯანთან შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება"

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა, azerisport.com-ის კითხვებს უპასუხა.

-თქვენი გუნდი 2 თებერვალს აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. რა იცით ჩვენს ფეხბურთზე?
"აზერბაიჯანში საკლუბო ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა. ნაკრებმაც წინა შესარჩევში კარგი შედეგები აჩვენა. თქვენ გაქვთ კარგი პირობები და ინფრასტრუქტურა განვითარებისთვის. აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბევრი ლეგიონერი თამაშობს, ასევე გყავთ "ყარაბახი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა. ვფიქრობ ერთა ლიგა თქვენთვის, ისევე როგორც საქართველოს ნაკრებისთვის კარგი შანსია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად."

-თუ საქართველოსა და აზერბაიჯანს შევადარებთ, რომელ ქვეყანაში უფრო მაღალ დონეზე დგას ფეხბურთი?
"პარალელების გავლება რთულია. საკლუბო დონეზე აზერბაიჯანში უფრო მაღალი დონეა ვიდრე საქართველოში, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით. ქართული კლუბები ამ მხრივ ახლოსაც არ არიან თქვენთან. ბრწყინვალე ოლიმპიური სტადიონი გაქვთ, თუმცა სტადიონი ჩვენთანაც ძალიან კარგია".

-და თუ ნაკრებებს შევადარებთ?
"ამ შემთხვევაში ვფიქრობ ძალები თანაბარია, ამას მომდევნო შეხვედრაში ვნახავთ, მაგრამ იქ საქართველოს საბრძოლო შემადგენლობა არ ეყოლება. მიზეზი ისაა, რომ ჩვენს ლეგიონრებს ამ პერიოდში კლუბებში უწევთ თამაში, ჩვენ მოწვევა ყველას გავუგზავნეთ, მაგრამ არამგონია ჩამოსვლა მოახერხონ."


-მაშინ სჭირდება ეს თამაში საქართველოს?
"აზერბაიჯანის ნაკრებს სჭირდება?"

-ჩვენ ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს, რომელსაც უნდა გუნდის უფრო კარგად გაცნობა. გურბან გურბანოვი დიდად ფეხბურთელების შერჩევის პრობლემას არ განიცდის.
"როგორც უკვე ვთქვი შესაძლოა ნაკრების მთავარი ბირთვი არ გვყავდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივცემ შანსს გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები".

-საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებებს დიდი ხანია არ უთამაშიათ ერთმანეთში, რამდენად ექნება პრინციპული ხასიათი მეზობელი ქვეყნების დაპირისპირებას?
"შეხვედრა ნეიტრალურ ქვეყანაში ჩატარდება გულშემატკივრების გარეშე. თანაც ეს საკონტროლო შეხვედრაა. გურბან გურბანოვს სურს თავის პირველ შეხვედრაში დადებითი რეზულტატი აჩვენოს. რათქმაუნდა მეც ჩემი მიზნები და გამარჯვების სურვილი მაქვს"скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური