ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ლიონელ მესი: "ბარსელონაში", ზოგ ფეხბურთელს, "ჩელსი" "რეალზე" მეტად სძულს

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ 1/8-ფინალში "ბარსელონას" ლონდონის "ჩელსი" შეახვედრა, ჟურნალისტებმა ლიონელ მესის მიერ 11 წლის წინ გაკეთებული კომენტარი გაიხსენეს.

2004/05 წლების სეზონში, "ჩელსიმ" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან გამოაგდო, მოუგო რა 2 მატჩის ჯამში ანგარიშით 5:4. ბევრი მიიჩნევს, რომ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი სადავო ბოლო გოლმა გადაწყვიტა და მოგვიანებით, მატჩის მთავარმა არბიტრმა, პიერლუიჯი კოლინამ აღიარა კიდეც, რომ ჯონ ტერის მიერ "ბარსელონას" კარში გატანილი იმ გოლის ჩათვლა მის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

ბუნებრივია, ასეთმა წაგებამ "ბარსელონას" ფეხბურთლების გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა მათ რევანშის საშუალება ერთი წლის შემდეგ, 2005/06 წლების ჩემპიონთა ლიგსი 1/8-ფინალში მიეცათ. პირველი მატჩი "ბარსამ" ლონდონში 2:1 მოიგო, რაშიც დიდი წვლილი ბრწყინვალედ მოთამაშე 18 წლის ლეომაც შეიტანა.

შეხვედრის დაწყებამდე კი მესიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: "აქ ("ბარსელონაში"), ბევრ ფეხბურთელს, "ჩელსი" "რეალზე" მეტად სძულს. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასეთი რამის თქმა მომიწევდა. ასევე ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ "ბოკა ხუნიორსისა" და "რივერ პლეიტის", ან ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირებაზე უარეს რამეს ვიხილავდი, მაგრამ ესეც მოხდა." - მესის ამ სიტყვებს, News of the World-ზე დაყრდნობით, Sky Sports ციტირებს.

ამ კომენტარიდან 11 წლის შემდეგ, მესის შანსი აქვს "ჩელსის" კარში თავისი პირველი გოლი გაიტანოს და ლონდონელებთან "ბარსელონას" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტოს.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური

  • » ყველაზე საშინელი ინფორმაცია მადრიდის "რეალის" ფანებისთვის !
  • » "ბარსელონას" დატოვებას კიდევ ერთი ფეხბურთელი აპირებს
  • » ტოპ 7 ფეხბურთელი, რომლებთაც ლიზა ენთან სექსი ჰქონდა
  • » სად შევძლებთ "ელ კლასიკოს" ყურებას ? - სიურპრიზი ქართველ გულშემატკივარს
  • » ბორდის მორიგი შეცდომა - "ბარსას" შესაძლოა სატრანსფერო ბანი მეორედ დაადონ
  • » მარიანო დიბალა : „ნეიმარი „რეალში“ მიდის, ჩემი ძმა კი - „პსჟ“-ში “
  • » გადაწყვეტილია: გიორგი არაბიძის ახალი გუნდი ცნობილია !
  • » ატალანტა 2:1 სასუოლო (ვიდეო მიმოხილვა)
  • » Sport.es: კოუტინიო ორ კვირაში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება
  • » რომა 1:2 ტორინო (ვიდეო მიმოხილვა)