ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ვან გაალმა მოურინიო გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ჟოზე მოურინიოს "წითელ ეშმაკებში" მუშაობა შეაფასა, თავის პერიოდს შეადარა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელის გუნდი მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს:

"შემიძლია ვთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობის წელიწადი საუკეთესო იყო, იმის გათვალისწინებით, როგორ პირობებშიც მომიწია ყოფნა

ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ასეთი სტილი ინგლისში არ უყვართ. ამჟამად "ემიუ" მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მოურინიოს არავინ არ აკრიტიკებს

გუნდი დაცვიდან თამაშობს, ჩემს დროს ნამდვილი შემტევი ფეხბურთი იყო. მეტოქეები ყოველთვის საკუთარ საჯარიმოსთან ავტობუსს აყენებდნენ. ახლა მათ ამის გაკეთება არ უწევთ, რადგან მოურინიო დაცვით ფეხბურთს თამაშობს", - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Sky Sports.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით