ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა

ამ წუთებში მიმდინარეობს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც მადრიდის "რეალი" გაერთიანებული საემიროების გუნდს, "ალ ჯაზირას" უპირისპირდება.

ტაბლოზე ჯერჯერობით ფრე, 1:1 ფიქსირდება. მადრიდელთაგან თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა და ეს გოლი მისთვის სარეკორდო გამოდგა.

პორტუგალიელმა საკლუბო ჩემპიონატებზე მეექვსე გოლი გაიტანა და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ხუთ-ხუთი გოლი ლუის სუარესის, ლიონელ მესის და სეზარ დელგადოს ანგარიშზეა.

скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური