ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

კახა კალაძის მორიგი გადადგმული ნაბიჯი ! რას მოხმარდება 3 მილიონი ?

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულ საახალწლო განათებებს ნაწილები სცვივა.

„ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს და არ მოკვდეს და მიაღწიოს ახალ წლამდე. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, წლევანდელი თბილისი იქნება საუკეთესოდ განათებული. მე მესმის, რომ ეს პარტიულ ტელევიზიას და გაკოტრებულ პარტიას არ სიამოვნებს, მაგრამ ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხი. შესაბამისად, თბილისი არის კმაყოფილი და გაძლევთ პირობას, რომ ის იქნება საუკეთესოდ განათებული. თუმცა, მომავალ წლებში უფრო უკეთესი იქნება, რადგან დრო იყო ძალიან ცოტა. სულ რაღაც ერთი თვეა დავიწყეთ მუშაობა, რაც მოვახერხეთ, ეს იყო“, - განაცხადა კალაძემ.

საკრებულოს ოპოზოციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პროკურატურას მიმართა, რომ უწყებამ თბილისში საახალწლო განათებებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყოს. ლევან ხაბეიშვილი იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს.

დედაქალაქს საახალწლო განათება-გაფორმება 3 მილიონი ლარი დაუჯდება.

წყარო : fexburti.geскачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით