ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

რომ არა "ბროდარაცი", "საბურთალო"-2 "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდებოდა

რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა “საბურთალო 2"-მა "იუნიორ ჩემპიონთა ლიგაზე" სასტარტო მატჩი თურქეთში გამართა და შესარჩევი ციკლი "ბურსასფორთან" მოგებით დაიწყო. გუნდის შემდეგი მეტოქე კი "ბროდარაცსა" და "მაკაბის" წყვილში გამარჯვებული, "ბროდარაცი" აღმოჩნდა. ნოემბრის პირველ დღეს "საბურთალო 2"-მა "ბროდარაცთან" გამართა მატჩი და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ქართულ გუნდს საპასუხო შეხვედრის ჩატარება თბილისში, 22 ნოემბერს მოუწია. უეფამ “საბურთალოს” მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღნიშნული დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შედგა. გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. საბურთალომ 2" -მა გაიბრძოლა, თუმცა აღნიშნილი შედეგით ცნობილი გახდა, რომ იუნიორ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე "ბროდარაცი" იასპარეზებდა

შეგახსენებთ, რომ თუ "საბურთალო 2" სერბეთის “ბროდარაცს” დაამარცხებდა უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფში მოხვდებოდა. ცნობისთვის, "საბურთალო 2" პლეი-ოფში თამაშის უფლებას იმ შემთხვევაშიც გაინაღდებდა, თუ მატჩი უგოლოდ, ნულოვანი ფრით ჩაივლიდა.

საინტერესოა, რომ უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში "საბურთალო"-2 ინგლისის ჩემპიონს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდს შეხვდებოდა. ახლა, კი ბრიტანელებს სერბეთის "ბროდარაცი" უმასპინძლებს, რომელიც ქართველებთან დაპირისპირებაში სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა უეფას ახალგაზრდული ლიგის ფლეი-ოფში.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით