ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ინიესტა: "ნეიმარის "რეალში" გადასვლა ამანერვიულებდა"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ისაუბრა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, "ბლაუგრანას" ყოფილი ფეხბურთელი, ნეიმარი შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადავიდეს.

"დიახ, ნეიმარის გადასვლა "რეალში" ამანერვიულებდა, რადგან მოედანზე ის უდიდესი მოთამაშეა, რომელიც მატჩის ბედს თავად წყვეტს.

მისი გადასვლა "პსჟ-დან" "რეალში" ჩვენს მთავარ მეტოქეს საგრძნობლად გააძლიერებდა. ვიცით, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

უკვე არაერთხელ გავმხდარვართ მომსწრენი ტრანსფერის, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით." - ციტირებს ინიესტას Marca.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით