ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

2018 წლის ივნისში საქართველო იაპონიას დაუპირისპირდება

ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 23 ივნისს, საქართველო იაპონიას სტუმრად დაუპირისპირდება. თამაში ტოიტა სითიში ტოიოტა სთედიუმზე გაიმართება. ეს სწორედ ის არენაა, რომელზეც “ბორჯღალოსნები” უელსის წინააღგმდეგ 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას ჩაატარებენ.

საქართველო და იაპონია აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ბალანსი იაპონელთა სასარგებლოდ ოთხით ერთია. ერთადერთი გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა, თბილისში, 2014 წელს, თერთმეტქულიანი სხვაობით (35:24) მოიპოვეს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ გაისად ივნისში ტოიოტა სიტიში მოგვეცა იაპონიასთან თამაშის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ იგივე სტადიონზე ვითამაშენთ, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ მატჩში უელსს დავუპირისპირდებით. იგივე ბაზაზე ვივარჯიშებთ, იგივე სასტუმროში გავჩერდებით და იგივე სატრანსპორტო სისტემას გამოვიყენებთ, მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ამაზე კარგი რა უნდა გინდოდეს… რაც მთავარია, ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიას მათსავე ქვეყანაში ვეთამაშოთ. რაც მე ბორჯღალოსნების მწვრთნელი ვარ, მათ სამჯერ ვეთამაშეთ თბილისში და ერთხელ ბრიტანეთში, აქედან გამომდინარე დიდებულია, რომ იაპონიას თავიანთ მშობლიურ კედლებში დავუპირისპირდებით“ – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოსთან დაპირისპირებამდე “საკურები” 9 და 16 ივნისს იტალიას შეხვდებიან.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური