ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

რევიშვილმა “დინამო” დატოვა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონ გუნდში საკადრო ცვლილებები 2017 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყო.

შევიტყვეთ, რომ გუნდი უკრაინელი მეკარის, სერგეი ლიტოვჩენკოს შემდეგ, ნუკრი რევიშვილმა დატოვა. საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა გამოცდილმა კიპერმა ეს ინფორმაცია 1 არხთან დაადასტურა.

“თბილისის “დინამოდან” ახალ გუნდში გადასვლაზე არ მიფიქრია. კონტრაქტი ოფციონის წესით, 1+1 სისტემით მქონდა გაფორმებული, რომლის პირველი ნაწილიც იანვარში მთავრდებოდა – მაგრამ ხელშეკრულება აღარ გავახანგრძლივეთ. საქართველოდან არსად მივდივარ, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ “რუსთავში” გადავალ” – ამბობს ნუკრი რევიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლიტოვჩენკოსა და რევიშვილის გარდა, გუნდი ბოგდან მიშენკომ და მოჰამედ ალიუმ დატოვეს. 30 წლის რევიშვილმა კარიერა ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყო. უთამაშია ყაზანის “რუბინში”, მაჰაჩყალას “ანჟიში”, “კრასნოდარში”, გორის “დილაში”, “ვალეტაში”, “ტოსნოში, სარანსკის “მორდოვიასა” და თბილისის “დინამოში”. წლეულს კიშინიოვის “დაჩიაში” ჩაირიცხა, მაგრამ მოლდოვა ისე დატოვა, გუნდის ფორმა ერთხელ არ მოურგია.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური