ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ფოთის საფეხბურთო სტადიონი 6 ათასამდე მაყურებელს დაიტევს

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა მნიშვნელოვანი ამბავი გაახმაურა – სიახლე ქალაქ ფოთში საფეხბურთო არენის მშენებლობას ეხება.

როგორც ცნობილია, “ფაზისის” სტადიონი 2009 წელს ავარიულ მდგომარეობის გამო დაანგრიეს და მას შემდეგ ფოთის “კოლხეთში” მის აშენებას ელიან, თუმცა, უშედეგოდ. უძველესი ქართული კლუბი, “კოლხეთი 1913” სტადიონის გარეშე დარჩა და საშინაო შეხვედრებს ატარებდა ლანჩხუთში, სამტრედიაში, ქობულეთში. ბოლო ორი წელი კი მატჩებს, პერიოდულად, ფოთის სარაგბო სტადიონ “პარკ არენაზე” მართავდა.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ცნობით, ფოთის “კოლხეთი 1913”-ს საშველი დაადგება და 2018 წლის გაზაფხულიდან გუნდი საშინაო თამაშებს საკუთარ არენაზე გამართავს.

ფოთის მერიის ხელშეწყობით, დაწყებულია სტადიონის მშენებლობა, რომლის ტრიბუნების ტევადობაც 5-6 ათასი მაყურებელზე იქნება გათვლილი, უკვე დამონტაჟდა განათების სისტემები, მოეწყობა გასახდელები, პრეს-ლოჟა, განახლდება მოედნის საფარი.
скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური