ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

გეგეჭკორი და მიქელთაძე თბილისის “დინამოდან” წასვლას ადასტურებენ

პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, მეკარე ნუკრი რევიშვილთან ერთად, თბილისის “დინამო” ორმა ფეხბურთელმა დატოვა – მცველმა ლევან გეგეჭკორმა და თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ.

ფაქტი პირველ არხთან ფეხბურთელებმა თავად დაადასტურეს. მიქელთაძის თქმით, მას უცხოეთში თამაშს სთავაზობენ და რუსეთის პრემიერლიგელი მოსკოვის “ლოკომოტივის” ინტერესი დაადასტურა. თუმცა, ჯერ გადაჭრით ვერ ამბობს, კარიერას რომელ კლუბში გააგრძელებს.

იგივე განაცხადა ლევან გეგეჭკორმაც, რომელიც დასრულებული საფეხბურთო სეზონის შემდეგ ეროვნული ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

“გუნდთან კონტრაქტი დამისრულდა და კარიერას სხვა გუნდში გავაგრძელებ, შესაძლოა, უცხოეთშიც – რომელში, ჯერ ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. მაგრამ “დინამოდან” რომ წამოვედი, ეს ფაქტია. ამ გუნდის ხელმძღვანელებს, პერსონალს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მადლობას ვუხდი. მაგრამ კარიერის განვითარებაზე ვფიქრობ და ასე გადავწყვიტე. “დინამოს” კი წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს გეგეჭკორი.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური