ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

„ლაციოს“ ფანებმა მსაჯის რესტორანი „გაანადგურეს“

რომის „ლაციოს“ ფანებმა შური იძიეს არბიტრ პიერო ჯაკომელიზე, რომელიც სერია A-ს მე-16 ტურში „ლაციოსა“ და „ტორინოს“ შეხვედრას ემსახურებოდა. მატჩში მსაჯმა 45-ე წუთზე მოედნიდან გააძევა რომაელთა ფორვარდი ჩირო იმობილე, რის შემდეგაც, „ლაციომ“ სამი გოლი გაუშვა და 1:3 წააგო.

როგორც Gazzetta Dello Sport წერს, ლაციოს გულშემატკივრებმა გაარკვიეს, რომ ჯაკომელის ეკუთვნის კაფე, რის შემდეგაც, მათ ნეგატიური გამოხმაურებები დატოვეს ვებგვერდ TripAdvisor-ზე. ამ აქციის შემდეგ, მსაჯის კუთვნილი კაფის რეტინგი ერთ ვარსკვლავამდე დაეცა.

„ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ, რომაული კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გამოაცხადა, რომ „ლაციო“ გუნდის იტალიის ჩემპიონატიდან მოხსნის ვარიანტს განიხილავს.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით