ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

საკლუბო მუნდიალის ფინალში „რეალი“ და „გრემიო“ ითამაშებენ

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ფინალისტი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მადრიდის „რეალი“ გახდა, რომელმაც მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჩემპიონი „ალ ჯაზირა“.

ესპანეთის ჩემპიონს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა: დარტყმების შეფარდება იყო – 35:6, ზუსტი დარტყმების – 12:1. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი არაბულმა გუნდმა მოიგო რომარინიოს გოლის წყალობით.

მეორე ტაიმის დებიუტში „ალ ჯაზირას“ მეკარის შეცვლა მოუწია და ორ წუთში კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, მადრიდელებმა ოთხჯერ გაარტყეს ძელს ბურთი და მატჩი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როცა შეცვლაზე შესულმა გარეტ ბეილმა პირველივე შეხებით გოლი გაიტანა და „რეალს“ 2:1 მოაგებინა.

ფინალში, რომელიც შაბათს, 21:00 საათზე დაიწყება, „რეალი“ ბრაზილიის „გრემიოს“ შეხვდება.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური