ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

შეშლილი ბელგრადული დერბი (+VIDEO)

სერბეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ერთმანეთს “პარტიზანი” და “ცრვენა ზვეზდა” შეხვდნენ. ბელგრადული დერბი ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უკომპრომისო, რადგან იშვიათობაა, რომ ამ გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.

გამონაკლის შემთხვევასთან საქმე არც ახლა გვაქვს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, “ცრვენა ზვეზდას” ქომაგებმა ბილეთები “პარტიზანის" გულშემატკივრების სექტორში იყიდეს და ამას ტრიბუნებზე არეულა მოჰყვა.

პეტარდების ერთმანეთის მიმართულებით სროლაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შედეგად, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო, ხოლო საქმეში ჩარეულმა პოლიციამ ორივე გუნდის ქომაგების ნაწილი დააპატიმრა.

შეხვედრა კი ფრედ (1:1) დასრულდა. სუმას გოლი სტუმართაგან ბოაჩიმ მატჩის დასასრულს გაქვითა. “ცრვენა ზვეზდა” “პარტიზანს” 9 ქულით უსწრებს და ჩემპიონობისკენ მიიწევს.

წყარო: worldsport.geскачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით