ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

„ბაიერნი“ დავიდ ლუიშით ინტერესდება

ლონდონის “ჩელსის” მცველი დავიდ ლუიში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვით უკმაყოფილოა. 30 წლის ბრაზილიელი მზად არის კლუბის დასატოვებლად იმისთვის, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

როგორც გერმანული გაზეთი Kicker წერს, ლუიშთან დაკავშირებულ სიტუაციას მიუნხენის “ბაიერნი” აკვირდება, რომელიც მზად არის, „ჩელსის“ ზამთარში ტრანსფერის წინადადებით მიმართოს.

მიმდინარე პრემიერლიგაში დავიდ ლუიშმა რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა შეძლო. ბოლოს, ბრაზილიელი მოედანზე ოქტომბერში იყო – მე-10 ტურში „ბორნმუთის“ წინააღმდეგ.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით