ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

მასკერანომ საბოლოოდ გადაწყვიტა "ბარსელონას" დატოვება

“ბარსელონას” მცველმა ხავიერ მასკერანომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება – ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას დატოვოს კატალონიური გუნდი, – ამის შესახებ წერს sport.es. დიდი ალბათობით, არგენტინელი კარიერას გააგრძელებს ჩინურ კლუბში – “ჰებეი ჩაინა ფორჩუნში”. კლუბებს შორის მხოლოდ ტრანსფერის თანხის ოდენობაა შესათანხმებელი. ჩინული კლუბი მზად არის 6 მილიონი ევროს გადასახდელად, “ბარსელონას” კი 33 წლის ფეხბურთელში 10 მილიონი ევროს მიღება სურს.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული მუნდიალის წინ, მცველმა უკმაყოფილება გამოთქვა თავისი სათამაშო დროის გამო. მასკერანოს ამ სეზონში 10 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით