ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

სად შევძლებთ "ელ კლასიკოს" ყურებას ? - სიურპრიზი ქართველ გულშემატკივარს

როგორც მოგეხსენებათ 23 დეკემბერს საქართველოს დროით 16:00 საათზე "ელ კლასიკო" გაიმართება, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

საქართველოში ესპანეთის ჩემპიონატის ტრანსლაციას ტელეკომპანია "სილქ სპორტი" ანხორციელებს, გულშემატკივრების გასახარად აღნიშნულმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ელ კლასიკო" პირდაპირ ეთერში ორ არხზე "სილქ უნივერსალზე" და "სილქ სპორტ 1-ზე" გაუშვას.

"სილქ უნივერსალი" უფასო არხია და მისი ყურება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში და სოფლებშიც არის შესაძლებელი, ამიტომაა სწორედ ეს სიახლე სასიამოვნო ქართველი გულშემატკივრისთვის.

სად შევძლებთ "ელ კლასიკოს" ყურებას ? - სიურპრიზი ქართველ გულშემატკივარს


esport.geскачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით