ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ბორდის მორიგი შეცდომა - "ბარსას" შესაძლოა სატრანსფერო ბანი მეორედ დაადონ

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, FIFA-მ შესაძლოა "ბარსელონას" ტრანსფერების განხორციელება აუკრძალოს.

საქმე ანტუან გრიზმანთან მოლაპარაკებებს ეხება. ფრანგი ფეხბურთელის თაობაზე კატალონიელებმა "ატლეტიკოს" არ მიმართეს და საქმის მოგვარება მადრიდელების გარეშე სცადეს.

როგორც ესპანური პრესა წერდა, წინა კვირაში "ბლაუგრანას" წარმოამდგენლები გრიზმანის დას, რომელიც ასევე მისი აგენტიცაა ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ და ბუნებივია სასაუბრო თემაც შესაძლო ტრანსფერი იყო.

ამ ფაქტმა "ატლეტიკო" აღაშფოთა და მათ FIFA-ში საჩივარი შეიტანეს. თუ, "ბარსას" დამნაშავედ სცნობენ, მათ მორიგი სატრანსფერო სანქცია ელოდებათ. საუბარია უახლოეს 2 სატრანსფერო ფანჯარაზე, რომლებზეც კატალონიური კლუბი ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის დანაშაულისთვის "ბარსამ" უკვე მოიხადა ერთი სასჯელი, რომელიც მათ FIFA-სგან შარშან ჰქონდათ. საუბარია ახალგაზრდა მოთამაშეთა არაკანონიერად გაფორმებაზე.

როგორც ჩანს, "ბარსელონას" ამჟამინდელ ბორდს ამ ტიპის ქმედებები ახასიათებს და სიტუაციის მარტივად და სწრაფად მოგვარებას ცდილობენ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი საპირისპიროდ სრულდება.

ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გავრცელებულა. FIFA სარჩელს გადახედავს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, ღირს თუ არა ხსენებული საქმის გამოძიება.

აქვე გეტყვით, რომ ანტუან გრიზმანი სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდელთა დატოვებას გეგმავს. მის მსურველთა სიაში "ბარსელონა" და "მანჩესტერი" იყვნენ, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" ფრანგი ფორვარდის შეძენაზე უარი განაცხადეს.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური