ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

€100 მილიონიანი ბრძოლა

sportskeeda.com-ი ასაჯაროვებს, ესპანური კლუბების "შიდა სამზარეულოს". ამჯერად საუბარი ანტუან გრიზმანზეა.

როგორც წყარო იუწყება, გრიზმანისთვის ბრძოლა "ბლანკოსსა" და "ბარსელონას" აქტიურად აქვთ დაწყებული.


სპორტის ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის თქმით, თანხა, რომელსაც კატალონიელები გადაიხდიან 100 მილიონი ევროა. ისიც ცნობილია, რომ ფრანგთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია "ბარსას" მხრიდან, ამ ფაქტის შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ზარი განახორციელა "ატლეტიკოს" მენეჯერებთან და იგივე თანხა 100 მილიონი ევრო შესთავაზეს გრიზმანისთვის.


იმის გათვალისწინებით, რომ ზინედინ ზიდანს არაერთხელ გამოუთქვამს სიმპატიები ანტუანისადმი, ადვილად სავარაუდოა, რომ ფრანგული გამოცემის ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდეს. გრიზმანის აგენტმა განაცხადა, რომ მას უყვარს ქალაქი მადრიდი, ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ეჭვს ბადებს.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით