ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

Sport.es: კოუტინიო ორ კვირაში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება

კატალონიური "სპორტი" ირწმუნება, რომ "ბარსელონამ" "ლივერპულთან" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია, ახალი წლის დასაწყისში ფეხბურთელი გუნდს გამოიცვლის და ამის შესახებ 7-8 იანვარს ოფიციალურად იუწყებენ.

გამოცემის მტკიცებით, კოუტინიოს აგენტებმა სამშაბათს შეხვედრა გამართეს "ბარსას" ხელმძღვანელებთან და კონტრაქტის ყველა დეტალზე მორიგდენ: "წითლები" 150 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო ფილიპეს სეზონურ გასამრჯელოდ 12 მილიონი დაენიშნება. ცნობისათვის, ასულგრანას ასე ძვირად არასოდეს არც ერთი მოთამაშე არ შეუძენია.

ამ სეზონში "ლივერპულში" ყველა ტურნირზე მან 17 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

sportall.geскачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური