ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

"ბარსელონას" დატოვებას კიდევ ერთი ფეხბურთელი აპირებს

„ბარსელონას“ მცველმა ალეიშ ვიდალმა შესაძლოა კატალონიური კლუბი იანვრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს და თავის ყოფილ გუნდში - სევილიაში განაგრძოს კარიერა. ფეხბურთელით სხვა რამოდენიმე კლუბიც არის დაინტერესებული.

25 წლის ვიდალი 2015 წელს გადავიდა „სევილიადან“ „ბარსელონაში“. რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ფეხბურთელს მოედანზე გამოსასვლელად მოცდა დასჭირდა და ასპარეზობა შემდგომი წლის იანვრიდან განაახლა.

„ბარსელონაში“ მან „ლა ლიგის“ მხოლოდ 14 მატჩის დაწყება შეძლო, რითაც უკმაყოფილოა და 2018 წელს გუნდის დატოვებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, „სევილია“ ვიდალში დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

ცნობილია ისიც, რომ ალეიშ ვიდალით დაინტერესებულია როგორც მადრიდის „ატლეტიკო“, ასევე „ვალენსია“.

ვიდალს მარჯვენა ფლანგის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული ფაქტითაა გამოწვეული ფეხბურთელის მიმართ ესპანური კლუბების განსაკუთრებული ინტერესი.

"ბარსელონას" დატოვებას კიდევ ერთი ფეხბურთელი აპირებს


წყარო: esport.geскачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით