ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

თბილისის ”დინამო” ექვსეულს დაემშვიდობა და ივანიშვილი დაიმატა

თბილისის ”დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ხუთმა მოთამაშენ დატოვა ბექა მიქელთაძემ, ზუკა დავითაშვილმა, ბექა ქავთარაძემ და ლევან გეგეჭკორმა.

კლუბის პრესსამსახურის განმარტებით, ”დინამოს” ადმინისტრაციის სურვილის მიუხედავად, ამ ხუთეულმა კარიერის სხვაგან გაგრძელება ამჯობინა.

“დინამოს” ასევე გამოცდილი მეკარე ნუკრი რევიშვილიც დაემშვიდობა , რომელიც კარიერას ”რუსთავში” გააგრძელებს, ისევე როგორც მიქელთაძე და ქავთარაძე.

ჯერ ”დინამოში” მხოლოდ ორი ახალწვეული ჰყავს ”საბურთალოდან” იჯარით დამატებული მეკარე ოთო გოშაძის შემდეგ, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის ”ჩიხურადან” გიორგი ივანიშვილი დაიმატა – ”დინამომ” 28 წლის შემტევ ნახევარმცველთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი შვეიცარიაშია გაზრდილი და თამაშობდა ”ციურიხის” დუბლებში, ”ვოლენში”, ”შაფხაუზენსა” და ”ბელინცონაში”. საქართელოში მისი პირველი კლუბი ”ცხინვალი” იყო, სადაც ”დინამოს” ამჟამინდელ მწვრთნელთან, კახი კაჭარავასთან თამაშობდა. ”ჩიხურაში” ბოლო ორი სეზონი გამოდიოდა. გიორგი იყო საქართველოს 19-წლამდელთა და ახლგაზრდული ნაკრებების წევრი.

საინტერესოა, რომ ივანიშვილი ციურიხის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრია, ხოლო დანიაში სპორტული მენეჯმენტის დიპლომი მიიღო და ეს ცოდნა 2015 წელს გამოიყენა – ივანიშვილი თბილისის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობდა. გარკვეული პერიოდი სპორტულ გამოცემაში (”My Sports”) საკუთარი ბლოგი ჰქონდა.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური