ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ოფიციალურად: კოუტინიო ტრავმირებულია და ის 20 დღე ვერ ითამაშებს

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფილიპე კოუტინიო ტრავმირებულია და ის თამაშს მომდევნო 20 დღის განმავლობაში ვერ შესძლებს.

კოუტინიომ "ლივერპულის" ბოლო 2 შეხვედრა გამოტოვა. ამის მიზეზი ტრავმაა. ბევრი ფიქრობდა, რომ ბრაზილიელი დაზიანება იმიზეზებდა და რეალური მიზეზი ის იყო, რომ მას "ლივერპულში" თამაში აღარ სურდა. თუმცა, დღეს "ბარსელონაში" ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ბრაზილიელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აქვს და მის მკურნალობას 20 დღე დასჭირდება.

მოსალოდნელია, რომ კოუტინიოს დებიუტი 4 თებერვალს, "ესპანიოლთან" გასამართ დერბიში შედგება.

ოფიციალურად: კოუტინიო ტრავმირებულია და ის 20 დღე ვერ ითამაშებს
скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით