ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ხოჭოლავამ ვარჯიში განაახლა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” მცველის დავით ხოჭოლავას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ფეხბურთელმა თურქულ შეკრებაზე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში უკვე განაახლა.

“თურქეთში გამართულ პირველ ვარჯიშზე ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ტერფი დავიზიანე, რის გამოც გუშინ ექიმისა და ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით მომიწია მუშაობა. მცირე დისკომფორტს ახლაც ვგრძნობ, თუმცა უკვე სრული დატვირთვით ვემზადები. შეკრების პირველი დღეები ყოველთვის რთული გამოდის - ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად ბევრი ვარჯიშია საჭირო. პირველ შეკრებაზე მხოლოდ ორი საკონტროლო მატჩი გვაქვს დაგეგმილი. მწვრთნელები აკვირდებიან როგორ წარმოვაჩენთ თავს დატვირთვების ფონზე” - განაცხადა “შახტარის” პრესსამსახურთან საუბრისას ქართველმა ფეხბურთელმა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “შახტარი” ზაფხულამდე ხოჭოლავას “მარიუპოლში” განათხოვრებას აპირებდა, თუმცა დონეცკელთა თავკაცმა პაულუ ფონსეკამ 24 წლის ცენტრალური მცველი გუნდთან ერთად თურქეთში შეკრებაზე წაიყვანა.

"შახტარი" პირველ საკონტროლო მატჩს 20 იანვარს, ბულგარულ "ლუდოგორეცთან" გამართავს.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური