ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

"რუსთავი" შესაძლოა, გაზაევის შვილმა გაწვრთნას

გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავის“ მთავარ მწვრთნელად იური გაზაევის დანიშვნა იგეგმება – ის ამ პოსტზე ამჟამინდელ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას შეცვლის, რომელმაც გუნდი ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა.

37 წლის იური გაზაევი ვალერი გაზაევის შვილია, რომელიც მოსკოვისა და თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი გახლდათ და ვლადიკავკაზის „ალანიაში“, „ცსკა“-ში, კიევის „დინამოსა“ და რუსეთის ნაკრებში მწვრთნელადაც მუშაობდა.

2005 წელს ცსკა-მ უეფას თასი მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა. ამჟამად კი რუსულ ინტერნეტპორტალ ”ჩემპიონატ”-ის ექსპერტია.

იური გაზაევი ვლადიკავკაზის „ალანიაში“ მამის თანაშემწე იყო, შემდეგ – მთავარი მწვრთნელი.

2014-2015 წლებში ყაზახურ “აქტობეს” ავარჯიშებდა, რომელმაც თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოაგდო, მაგრამ ერთ წელიწადში ყაზახები ევროპის ლიგიდან ესტონურმა ”ნიიმე კალიუმ” გამოაგდო და პოსტის დატოვება მოუხდა.

გაზაევის ჩამოყვანის მოთავე საფეხბურთო აგენტი მამუკა (ივანე) ჯუღელია, რომელსაც გუნდში მისვლა და ცნობილი მოთამაშეების დამატება სურს – ნუკრი რევიშვილის, ლაშა სალუქვაძის, გიორგი რეხვიაშვილის, ბექა მიქელთაძის, ლევან გეგეჩკორისა და ბექა ქავთარაძის.

გავრცელებული ცნობით, გუნდს ახალ მწვრთნელს უახლოეს დღეებში წარუდგენენ.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური

  • » „რეალი“ მზად არის ნეიმარის სანაცვლოდ 2 სუპერვარსკვლავი დათმოს
  • » AS: "რეალის" ფანების უმრავლესობას რონალდუ აღარ უნდა
  • » EPCR-ის ახალი ლოკაცია - საქართველო
  • » ნეიმარი:„დღეს „პსჟ“ „რეალს“ 2-ჯერ აღემატება, 1/8-ში კი ვითარება შეიცვლება“
  • » AusOpen 2018 - ბასილაშვილი და კალაშნიკოვა ხვალ დილით ითამაშებენ
  • » ჰარი კეინს „რეალში“ ნომერი გაუმზადეს
  • » ”სამგურალი” გაძლიერდა და თურქეთში მოემზადება
  • » მადრიდის ”ატლეტიკოს” გაზრდილი ქართველი პოლონეთის ექსტრაკლასაში ითამაშებს
  • » მილანის ”ინტერის” ყოფილი მცველი "სამტრედიაში" ჩაირიცხა
  • » "მანჩესტერის" მაღაზიაში ალექსის სანჩესის მაისურები იყიდება