ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

„რეალი“ მზად არის ნეიმარის სანაცვლოდ 2 სუპერვარსკვლავი დათმოს

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ბრაზილიელი ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატში შთამბეჭდავი თამაშით კიდევ უფრო იპყრობს ფლორენტინო პერესის ყურადღებას, რომელსაც ძალიან სურს ექს ბარსელონელის მადრიდის „რეალში“ გადაყვანა. ბრაზილიელი წინახაზელი მართლაც საუცხოო ფორმაშია და პუბლიკაზე უდიდეს ეფექტს ახდენს...


ის, რომ პერესი „პსჟ“-ს კრიშტიანო რონალდუს სთავაზობს და მზად არის პორტუგალიელთან ერთად თანხაც გადაიხადოს ახალი არ არის.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი პერესი მზად არის რონალდუსთან ერთად გარეთ ბეილიც დათმოს, თუმცა ამ შემთხვევაში „პსჟ“ თანხას ვეღარ მიიღებს.

ბეილი და რონალდუ ნეიმარის სანაცვლოდ, ალბათ 1 წლის წინ ამაზე ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ჯერი კი პარიზულ კლუბზე.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური