ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

AS: "რეალის" ფანების უმრავლესობას რონალდუ აღარ უნდა

ესპანურმა გამოცემა AS-მ გამოკითხვა ჩაატარა “რეალის” გულშემატკივრებს შორის. გაზეთს სურდა გაერკვია ფანების გამოკიდებულება ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს მიმართ.

გულშემატკივრებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: “გსურთ თუ არა გუნდში რონალდუს ხილვა?” გამოკითხულთა 67.5 პროცენტმა უპასუხა: “არა”.

AS აზუსტებს, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 125 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ 14 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და მხოლოდ ოთხი გოლითა და ორი შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს. ამასთან, ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში მის ანგარიშზე ცხრა გოლი და ერთი საგოლე პასია.скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური