ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ნეიმარი:„დღეს „პსჟ“ „რეალს“ 2-ჯერ აღემატება, 1/8-ში კი ვითარება შეიცვლება“

„პსჟ“ დაფრინავს, რაც ამ გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე პირდაპირ აისახება. ბრაზილიელი ნეიმარი მართლაც საოცრებებს სჩადის და კილიან მბაპესთან და ედინსონ კავანისთან ერთად ბრწყინვალე ტრიოს ქმნის. ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა...


„დღეს „პსჟ“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდად მიმაჩნია. ჩვენ ყველაფერი გამოგვდის. რასაც მოვინდომებთ, იმას ვაკეთებთ, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითარება სულ სხვაგვარია.“

„„რეალი“? დღევანდელ დღეს პარიზული გუნდი „რეალს“ ორჯერ აღემატება. „პსჟ“ უმატებს და უმატებს, „რეალს“ კი აშკარა კრიზისი აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჩვენ თანაბარი ძალის გუნდებს ვიხილავთ, ამის ღრმად მწამს, ამიტომ ბერნაბეუზე ვიზიტისთვის საგანგებოდ ვემზადები. „ბლანკოსი“ სახუმარო მეტოქე არ არის.“скачать dle 11.3

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური